გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
დამფუძნებლები

ლევან (ლეო) რჩეულიშვილი

(1909, ს. ხოვლე   -   1986, თბილისი)

ხელოვნების ისტორიკოსი, ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო  მკვლევარი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1954). 1932 წელს დაამთავრა საქართველოს სამშენებლო ინსტიტუტი, 1936 წლიდან იყო ხელოვნების მუზეუმის «მეტეხის”, ხოლო 1941-1986 წლებში  -  ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი, 1954-1986 წლებში  -  თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიის და თეორიის კათედრის გამგე, პროფესორი, იკვლევდა შუა საუკუნეების საეკლესიო და საერო ხუროთმოძღვრებას, XX საუკუნის ქართველ მხატვართა შემოქმედებას.

ლ. რჩეულიშვილი აქტიურად იყო ჩაბმული ძეგლთა დაცვის საქმიანობაში.   განსაკუთრებულია მისი დამსახურება ხუროთმოძღვრულ ძეგლთა აზომვასა და   ფიქსაციაში.  დიდ ყურადღებას უთმობდა მეცნიერი ქართულ საერო  არქიტექტურის კვლევას. ლეო რჩეულიშვილი ერთი იმათგანი იყო, ვინც დაამკვიდრა და განამტკიცა ინსტიტუტის მეცნიერული და ეთიკური  ტრადიციები.

 

 

ბიბლიოგრაფია

  1. ხიდი მდინარე ბესლეთზედ,  XI-XII სს. კრებ. შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა,  თბ., 1938 (ნ. ჩუბინაშვილის თანაავტორობით);
  2. ატენის მცირე გუმბათიანი ეკლესია,  Ars Georgica, 1,  თბ., 1942;
  3. ქართული ხუროთმოძღვრების სამი უცნობი ძეგლი,  Ars Georgica,  2,  თბ., 1948;
  4. საბა ტუსიშვილის სასახლე სოფელ ნინოწმინდაში,  Ars Georgica,  3,  თბ., 1950;
  5. «კოშკი სალხინოდ ნაგები» (ორბელიანების კოშკი ვაშლოვანში), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე,  ტ. XXI,  N1, 1958;
  6. XVII საუკუნის სასახლე ძაღინაში,  Ars Georgica,  5,  თბ., 1959;
  7. თიღვა,  თბ., 1960;
  8. გრემი (ბუკლეტი),  თბ., 1961;
  9. თრიალეთის საერისთაოს X საუკუნის ერთი ძეგლი,  Ars Georgica,  6 - A,  თბ., 1963;
  10. თელავი, თბ., 1964;
  11. უსათაურო: ე. ახვლედიანის პეიზაჟების შესახებ. წგ., ე. ახვლედიანი, ძველი თბილისი,  თბ., 1965;
  12. დავით კაკაბაძე, თბ., 1966 (II გამოცემა   -   1983);
  13. რატ ერისთავთ-ერისთავის ნაგებობა თრიალეთის ახალქალაქში,  Ars Georgica, 7 - A,  თბ., 1971;
  14. თრიალეთის ახალქალაქის ძეგლები (ტაშ-ბაში),  ძეგლის მეგობარი,  N36, 1974
  15. სერგო ქობულაძე, საბჭოთა ხელოვნება,  N7, 1979;
  16. "კოხტა ღვთისმშობელი",  Ars Georgica,  8 - A,  თბ., 1979;
  17. პართენოზ ხარჭაშნელის საგვარეულო საძვალე,  Ars Georgica,  9 - A,  თბ., 1987;  
  18. Купольная архитектура VIII-X  веков в Абхазии,Тб.,1988;
  19. ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები,  თბ., 1994;
  20. ახალი ქართული ხელოვნების საკითხები,  თბ., 1998.