გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
დამფუძნებლები

თინათინ ვირსალაძე

(1907, თბილისი   -   1985, თბილისი)

ხელოვნებათმცოდნე, ქართული მონუმენტური მხატვრობის მკვლევარი.
1924 წელს, საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წელი სწავლობდა სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე,  პარალელურად კი   -  თბილისის უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1929 წელს.  ასპირანტურა დაამთავრა ლენინგრადში. მისი ხელმძღვანელი იყო ბიზანტიური  ხელოვნების ცნობილი მკვლევარი დიმიტრი აინალოვი. მუშაობდა ხელოვნების მუზეუმში   -  «მეტეხი» განყოფილების გამგედ.

გ. ჩუბინაშვილის სახელობის  ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1941 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი ინსტიტუტში მოღვაწეობდა, სადაც მეოთხედი საუკუნის მანძილზე განაგებდა, ჯერ სახვითი ხელოვნების,   შემდგომ კი შუა საუკუნეების სახვითი ხელოვნების განყოფილებას. თ. ვირსალაძე მჭიდროდ იყო დაკავშირებული კულტურის ძეგლთა დაცვის საქმესთან, როგორც  ფერწერის ძეგლთა რესტავრაციის მეცნიერი კონსულტანტი.

მის შრომებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა შუა საუკუნეების ქართული კედლის მხატვრობის სახელოვნებათმცოდნეო გაშუქებისა და მისი ისტორიული საფეხურების ფერწერული სკოლების, ცალკეული ძეგლების თავისებურებებისა და ღირებულების  დადგენისათვის. თანადროულად  არაერთი ნაშრომი უძღვნა XIX ს-ისა და XX ს-ის ქართულ სახვით ხელოვნებასაც.
თ. ვირსალაძემ მაღალი ავტორიტეტი დაიმსახურა არა მარტო ქართული ხელოვნების, არამედ ბიზანტიური და მთლიანად აღმოსავლურ-ქრისტიანული ხელოვნების მკვლევართა შორის.

 

 

ბიბლიოგრაფია

  1. Фресковая роспись художника Микаеля Маглакели в Мацхвариши, Ars Georgica,  4 , თბ.,   1955;
  2. Кето   Магалашвили, Тб.,  1958;
  3. Фрагменты древней фресковой росписи Гелатского храма,  Ars Georgica, 5, თბ., 1959;
  4. Цимакуридзе, М. 1959;
  5. Фресковая роспись в церкви Архангелов   села Земо Крихи, Ars Georgica, 6 -А, თბ.,  1963;
  6. Роспись Иерусалимского Крестного монастыря и портрет Шота Руставели, Тб., 1973;
  7. Основные этапы развития грузинской средневековой монументальной живописи, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი II საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1977;
  8. ატენის სიონის  მოხატულობა, თბ., 1984;
  9. ატენის სიონის მხატვრობის დათარიღებისა და ქტიტორთა პორტრეტების იდენტიფიკაციის საკითხისათვის,  Ars Georgica,  10 -А, თბ., 1991;
  10. Избранные труды. Грузинская средневековая монументальная живопись, Тб., 2007 (კრებული გამოსაცემად მოამზადეს ი. ლორთქიფანიძემ, მ. ბულიამ, ნ. ღაღანიძემ );
  11. ქართული მხატვრობის ისტორიიდან, თბ.,2007.