გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
მეცნიერ-თანამშრომელთა ბიობიბლიოგრაფია

თეიმურაზ ბარნაველი

(1904, თელავი   -  1976, თბილისი)
ისტორიკოსი, ქართულ სიძველეთა მკვლევარი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. მუშაობდა ეკონომისტად, 1949-1952 წლებში იყო საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილე. 1952-1976 წლებში  - გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი. თეიმურაზ ბარნაველმა შეადგინა ინსტიტუტის თანამშრომელთა მიერ 1941-1968 წლებში გამოქვეყნებული ნაშრომების ანოტირებული ბიბლიოგრაფია. წიგნი "საქართველოს კულტურის ძეგლები, აყვანილი სახელმწიფო დაცვაზე", ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა ყველაზე სრული ნუსხა მანამდე გამოქვეყნებულთა შორის. მნიშვნელოვანია მის მიერ გამოცემული "ატენის სიონის წარწერები", "მანგლისის ტაძრის წარწერები", "კახეთის ისტორიული წარწერები", რომლებშიც მანამდე ცნობილ წარწერათა გარდა, გამოქვეყნებულია ავტორის მიერ მიკვლეული, საყურადღებო ცნობების შემცველი, უცნობი წარწერებიც. აქვს ნარკვევები, მიძღვნილი ცალკეული ძეგლთა დათარიღებისადმი.
რჩეული ნაშრომები: 1. ატენის სიონის წარწერები, თბ., 1957; 2. საქართველოს სსრ კულტურის ძეგლები, აყვანილი სახელმწიფო დაცვაზე, თბ., 1959; 2. საქართველოს  მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელთა დაბეჭდილი შრომების ანოტირებული ბიბლიოგრაფია, თბ., 1970 (რუსულ ენაზე); 3. მანგლისის ტაძრის წარწერები, თბ., 1961; 4. მაჩხანის ეკლესიის წარწერები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. XXIX, N5, თბ., 1962; 5. კახეთის ისტორიული წარწერები, თბ., 1962; 5.  Церковь св. Нины в Тхоти, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  მოამბე, N6, თბ., 1963 (რ. შმერლინგთან ერთად);  6. Окрестности Тбилиси, Тб., 1960 (რ. შმერლინგთან და ვ. დოლიძესთან ერთად).

 

ბიბლიოგრაფია არ მოიძებნა

უკან დაბრუნება