გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
მეცნიერ-თანამშრომელთა ბიობიბლიოგრაფია

პარმენ (ნაპო) ზაქარაია

(1916, ს. ნაჯიხავო  -  2003, თბილისი)
ხელოვნებათმცოდნე, არქეოლოგი. 1940 წ. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი, 1941-1947 წწ-ში ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ჯერ ასპირანტი და შემდგომ   -   თანამშრომელია, 1948-2003 წწ. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმის თანამშრომელი, სპი-ს პროფესორი, თსუ პროფესორი, (1975-3003, 1975-2001 წწ  - ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, თსუ-ს "სამეცნიერო პრემიის" (1991), ივანე ჯავახიშვილის პრემიის (1993), "წლის საუკეთესო წიგნის პრემიის» (2002) ლაურეატი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. ქართული ხუროთმოძღვრების სხვა დარგთა (სათავდაცვო, სასახლეთა) ნაწარმოებებთან ერთად ზაქარაიას არაერთი მნიშვნელოვანი ტაძარი აქვს შესწავლილი და გამოცემული (ცაიში, წუღრულაშენი, ანანური, ლარგვისი და მთელი რიგი სხვა). სატაძრო ხუროთმოძღვრების კვლევას დიდი ადგილი ეჭირა იმ არქეოლოგიური ექსპედიციების მუშაობაშიც, რომელთაც ზაქარაია ხელმძღვანელობდა (ნაქალაქარ ურბნისის გათხრები   -  1953-1965 წწ. ნაქალაქარ გრემისა   -   1963-1967, ნოქალაქევის 1973-2003 წწ. რის კვალადაც  გამოიცა ურბნისის კათედრალი, გრემის და ნოქალაქევის ეკლესიები: ზაქარაიას მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელდა ამ ძეგლთა აზომვა და რესტავრაცია. ზაქარაია ავტორია განმაზოგადებელი ნაშრომებისა   -   სამტომეულისა X-XVIII სს-ის ქართულ გუმბათიან ტაძრებზე და ვრცელი რუსულენოვანი წიგნისა ტაო-კლარჯეთის ეკლესიებზე, ასევე  -თანაავტორი ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიის სახელმძღვანელოსი.
რჩეული ნაშრომები: 1.ბოლნისები და წუღრუღაშენი, თბ., 1953; 2. ანანურის არქიტექტურული ანსამბლი, თბ., 1953; 3. წუღრუღაშენი, თბ., 1955; 4. ცაიშის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, თბ.,  1956; 5. ლარგვისის არქიტექტურული ანსამბლი, საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე, XIX-B, თბ., 1956; 6. ნაქალაქარ ურბნისის ხუროთმოძღვრება, თბ., 1965; 7. ნაქალაქარ გრემის არქიტექტურა, თბ., 1975; 8. XI-XVIII საუკუნეების ქართული გუმბათოვანი არქიტექტურა, ტ. 1-3, თბ., 1975-1981; 9. ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია თბ., 2000 (გ. აბრამიშვილთან და ი. ციციშვილთან ერთად); 10. ნაქალაქარი ციხეგოჯი  -  ნოქალაქევის არქიტექტურა, თსუ სამეცნიერო შრომების კრებული  -  ხელოვნებათმცოდნეობა,  2,  თბ., 2001.

 

ბიბლიოგრაფია არ მოიძებნა

უკან დაბრუნება