გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
მეცნიერ-თანამშრომელთა ბიობიბლიოგრაფია

მალაქია (კუკური) დვალი

(დაიბადა 1926 წელს, ს. ზედა შავრაში)
ხელოვნების ისტორიკოსი, არქიტექტორ-რესტავრატორი,  ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1948 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, არქიტექტურის ფაკულტეტი. 1952-1958 წლებში მუშაობდა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნოში. 1968-1991 წლებში იყო კულტურის ძეგლთა დაცვის სპეციალიზირებულ სამეცნიერო-სარესტავრაციო გაერთიანების მთავარი არქიტექტორი. 1991 წლიდან  -  ძეგლთა დაცვის სამმართველოს მთავარი არქიტექტორი. 1958-2006  წლებში მუშაობდა გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში.
სამეცნიერო კვლევის სფერო  -  შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურა.
შესრულებული აქვს ტაძრების, ციხეების, ძველი სასახლეებისა და საცხოვრებელი სახლების მეცნიერული ანაზომები. მისი პროექტებით რესტავრირებულია მნიშვნელოვანი ძეგლები  -  მანგლისის, ნიკორწმინდის, ბიჭვინთის, თბილისის მეტეხის ტაძრები, სორის მთავარანგელოზის, პატარა ონის წმინდა ნიკოლოზის და სხვა ეკლესიები, სამთავისის ეპისკოპოსის სასახლე, ივერიის მთის (ახალ ათონში) კოშკი და სხვა.
რჩეული ნაშრომები: 1. მასალები ქართული კულტურის ძეგლების შესახებ მოსკოვისა და ლენინგრადის არქივებში, ძეგლის მეგობარი,  2,  1964;  2.  პატარა ონის ხუროთმოძღვრული ძეგლის აღდგენა-რესტავრაციის სამუშაოები,  ძეგლის მეგობარი,  N 18,  1969;  3. მანგლისის ხუროთმოძღვრული ძეგლი, თბ., 1974; 4. ძველი გავაზის ტაძარი, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი VI საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1989;  5. ბარაკონი, ძეგლის მეგობარი,  N1, 1992;  6. ნიკორწმინდა,  წელიწდეული,  N1,  1995;  7. ნიკორწმინდა, ძეგლის მეგობარი, N1, 1996.

 

ბიბლიოგრაფია არ მოიძებნა

უკან დაბრუნება