გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
მეცნიერ-თანამშრომელთა ბიობიბლიოგრაფია

ინა გომელაური

(1918, თბილისი   -  2006, თბილისი)
ქართული ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1953). 1941 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის არქიტექტურის სპეციალობა, 1947 წელს   -  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1957-2006 წლებში იყო გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი, იკვლევდა შუა საუკუნეებისა და თანამედროვე ქართულ ხუროთმოძრვრებას. შესრულებული აქვს ყორანთის, ჩოხის, აბელის და სხვა ეკლესიების მეცნიერული ანაზომები. მონაწილეობდა ქართული  ხელოვნებისადმი მიძღვნილი კონფერენციებისა და საერთაშორისო სიმპოზიუმების მუშაობაში.
რჩეული ნაშრომები: 1. ხუროთმოძრვრული ძეგლი სოფელ ხოვლეში. ძეგლის მეგობარი, N3, 1964; 2. XII საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი ჩიხაში, ძეგლის მეგობარი, N8, 1966; 3. ლიხაურის ეკლესიის სამრეკლო, ძეგლის მეგობარი, N17, 1968; 4. ერთაწმინდა, თბ., 1976; 5. მღვიმევი, თბ., 1982; 6. ეროვნული მხატვრული ფორმის ძიების პრობლემა თანამედროვე ქართულ ხუროთმოღვრებაში, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი VI საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1989.

 

  1. ხუროთმოძღვრული ძეგლი სოფელ ხოვლეში, ძეგლის მეგობარი, 1964;
  2. XII საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი ჩიხაში, ძეგლის მეგობარი, 8, 1966;
  3. ლიხაურის ეკლესიის სამრეკლო, ძეგლის მეგობარი, 17, 1968;
  4. ერთაწმინდა, თბ., 1976;
  5. მღვიმევი, თბ., 1982;
  6. ეროვნული მხატვრული ფორმის ძიების პრობლემა თანამედროვე ქართულ ხუროთმოღვრებაში, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი VI საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1989.

უკან დაბრუნება