გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
მეცნიერ-თანამშრომელთა ბიობიბლიოგრაფია

გიორგი ბაგრატიონი

დაიბადა 1962 წელს, ქ. თბილისში.
არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე, სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის  არქიტექტურის ფაკულტეტზე (1979-1984 წწ.) და ქართული  ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურაში (1989-1992 წწ.).     ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი  -  1988-2006  წლებში.
სამეცნიერო კვლევის სფერო  -  ქართული  არქიტექტურის ისტორია.
ამჟამინდელი საქმიანობა  - თანამშრომლობს გამომცემლობებთან  - "ნეკერი» და "დიოგენე"; კავშირი-ს "სუნტნი"  -  აქტიური ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ჯგუფის ხელმძღვანელი.
პროექტები  -  აღმოსავლეთ  საქართველოს     ტურისტული    რესურსების  გეოინფორმაციული სისტემა -  CD (ელექტრონული ვერსია), 2006;  ტაო-კლარჯეთის ვირტუალური მუზეუმი, ვერ-გვერდი,  2007.
რჩეული ნაშრომები: 1. ზაქაგორის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, ძეგლის მეგობარი, 1, 1991;  2. კონდამიანის უდაბნო-მონასტრის შესწავლისათვის, მაცნე, N 4, 1991 (ნ. ბახტაძესთან ერთად);  3.  აკვედუკი ანუ ბელღარი "ქვახიდა", სოფ. ხოვლედან, ძეგლის მეგობარი, 1, 1992; 4.  ეკლესია სოფელ აზმანაში, ძეგლის მეგობარი, 1, 1993; 5.  მოგზაურობა თურქეთში, ძეგლის მეგობარი, 1-2, 1996; 6.  საქართველო - ძეგლები და ტურისტული მარშრუტები, რუკა-გზამკვლევი, თბ., 2003; 7. სტატიების სერია დუშეთისა და ყაზბეგის რაიონის ძეგლთა შესახებ, "საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. II, 2004.

e-mail:   g_bagrationi@yahoo.com

ბიბლიოგრაფია არ მოიძებნა

უკან დაბრუნება