გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
მეცნიერ-თანამშრომელთა ბიობიბლიოგრაფია

ნინო ასათიანი

დაიბადა 1935 წელს, ქ. თბილისში
არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, საქ. არქიტექტორთა კავშირის წევრი 1964 წ-დან.
1959წ. დაამთავრა თბილისის სახ. პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებელო ფაკულტეტი არქიტექტორის სპეციალობით.
1959წ. 14.IX-დან 1970წ. 2.II-მდე მუშაობდა სახ. საპროექტო ინსტიტუტის "თბილქალაქპროექტის" არქიტექტორის, უფროსი არქიტექტორის (1963 წ-დან) თანამდებობაზე. თანაავტორებთან ერთად იყო რიგი ქალაქგეგმარებითი პროექტების ავტორი, მათ შორის, "თემქის" დასახლების მიკრორაიონების დაგეგმარებისა.
1973წ. 2.II. დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა
1973წ. 1.III-დან 2006წ. 1.X-მდე მუშაობდა ამავე ინსტიტუტში უმცროსი მეცნ. თანამშრომლის, მეცნიერ თანამშრომლის (1984-დან), უფროსი მეცნ. თანამშრომლის (1986-დან) თანამდებობებზე ქართული თანამედროვე ხელოვნების ისტორიის განყოფილებაში.
1984წ. 20.XII დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "ქართული საბჭოთა ქალაქთმშენებლობა 1920-30-იან წლებში".
1985წ. 29.V მიენიჭა ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის წოდება.
1986-1990 წლებში მუშაობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიის და თეორიის კათედრაზე უფრ. მასწავლებლად. კითხულობდა "საზღვარგარეთის თანამედროვე და საბჭოთა არქიტექტურის" ლექციების კურსს.

 

  1. თბილისის პირველი გენერალური გეგმა", ჟურნ. "მეცნიერება და ტექნიკა". 1973წ. N7, თბილისი
  2. "ქალაქთმშენებლობა საქართველოში 1921-1932 წ.წ." ჟურნ. "საბჭოთა ხელოვნება". 1978წ. N8, თბილისი
  3. "არქიტექტორი მის ვან დერ როე". ჟურნ. "ფრესკა". 1979წ. თბილისი
  4. "არქიტექტურულ-მხატვრული საკითხები ქართულ საბჭოთა არქიტექტურაში 1930-იან წლებში". ჟურნ. "საბჭოთა ხელოვნება". 1980წ. N3. თბილისი
  5. "Первые генеральные планы городов Грузии". 1981 ერევანი (რესპ. კონფერენცია)
  6. "Принципы  жилишной застройки городов Грузии в 1920-30х годах" 1983 წ. თბილისი. IV საერთაშორისო სიმპოზიუმი
  7. "Грузинское советское градостроительсто 1920-30х годов" 1985 წ. თბილისი, მონოგრაფია
  8. "ჯორჯო ვაზარი". 1986 წ. ჟურნ. "ფრესკა". თბილისი
  9. "ძმები ვერნინები". 1987წ. ჟურნ. "ფრესკა"
  10. Градостроительство советской Грузии 1930-х годов" 1987 წ. კრებული "ქართული ხელოვნება". სერია 8Б
  11. "ქალაქის არიქტექტურა". 1989 წ. კრებული "თბილისი"
  12. "მთის სოფლის არქიტექტურა". 1989 წ. V საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბილისი
  13. არქიტექტ. თ. ჩხაიძის კატალოგის შესავალი. 2003 წ. თბილისი
  14. "ქალაქთმშენებლობა 1970-80-იან წლებში, თბილისი". 2004 წ. (აკად. ვ. ბერიძისადმი მიძღვნ. კონფერენცია)
  15. "რესპუბლიკის მოედანი - თბილისის რეკონსტრუქციის საყურადღებო მაგალითი". 2005 წ. (აკად. გ, ჩუბინაშვილისადმი მიძღვ. კონფერენცია)
  16. "სიმფონიური მუსიკის დარბაზი". 2006 წ. თბილისი

 

უკან დაბრუნება