გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
მეცნიერ-თანამშრომელთა ბიობიბლიოგრაფია

ირინე ელიზბარაშვილი

 

დაიბადა 1948 წელს,  ქ. თბილისში.
ხელოვნებათმცოდნე, ცენტრის უფროსი მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.
სამეცნიერო კვლევის სფერო  -  შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, არქიტექტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის მეთოდოლოგია.
საქმიანობა - თბილისის სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიის და თეორიის ფაკულტეტზე მიჰყავს  გვიანშუასაუკუნეების ქართული არქიტექტურის ისტორიის კურსი,  არქიტექტურის  ფაკულტეტზე - ქართული არქიტექტურის ისტორიისა, ხოლო მაგისტრანტებთან რესტავრაციის ისტორიის კურსი საქართველოში. 1995 წლიდან არის ICOMOS International ნამდვილი წევრი,  1997 წლიდან - ICOMOS  ARSAH  საერთაშორისო სამეცნიერო  კომიტეტის ნამდვილი წევრი.
რჩეული ნაშრომები: 1. რუისპირის ყველაწმინდის ეკლესია, მაცნე, ისტორიის სერია, N1, 1981; 2. ორნავიანი ეკლესიები საქართველოში, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომის ავტორეფერატი, თბ., 1992; 3. ჯავახეთი, ისტორიულ-ხუროთმოძღვრული გზამკვლევი, თბ., 2000 (დ. ბერძენიშვილთან, ნ. ვაჩეიშვილთან, ც. ჩაჩხუნაშვილთან ერთად); 4. ოთხი კათედრალი, თბ., 2000; 5. იკორთის მთავარანგელოზის ეკლესია (ახალი ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული მონაცემები), საქართველოს სიძველენი, N2, 2002;  6. ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრება, თბ., 2003; 7. არქიტექტურის რესტავრაცია საქართველოში, თბ., 2012 (მ. სურამელაშვილთან, ც. ჩაჩხუნაშვილთან და ხ. ჭურღულიასთან ერთად).

e:mail:irineelizbarashvili@gmail.com

 

  1.  წმ. ნიკოლოზის ეკლესია თბილისის ნარიყალას ციხის ტერიტორიაზე, ჟურნ. “ძეგლის მეგობარი”, N8, თბ., 1973, გვ. 10-13 (დ. თუმანიშვილთან ერთად);
  2. რუისპირის ყველაწმინდის ეკლესია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, მაცნე, ისტორიის სერია, N1, თბ., 1981 გვ. 25-79;
  3.  საქართველოს ორნავიან ეკლესიათა შეფასებისათვის, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი IV საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1983, (რუსულ და ინგლისურ ენებზე);
  4.  ბზიანის წმ. გიორგის ეკლესია, ჟურნ. “ძეგლის მეგობარი”, თბ., 1984, N67, გვ. 6-11;
  5. ნეკრესი (ბუკლეტი), თბ., 1986 (ქართულ და რუსულ ენაზე);
  6.  ქილდის წმ. გიორგის ეკლესია, ჟურნ. “ძეგლის მეგობარი”, N1, თბ., 1986, გვ. 28-31;
  7. დანკალის ეკლესია, ჟურნ. “ძეგლის მეგობარი”, თბ., 1993, N1, გვ. 17-21;
  8.  ორნავიანი ეკლესიები საქართველოში, სახელოვნებათმცოდნეო ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომის ავტორეფერატი, თბ., 1994;
  9. წითელი საყდარი ტაბაწყურში, საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამმართველო, წელიწდეული, N1, თბ. 1996, გვ. 30-40;  
  10.  სვანეთის ხალხური ხუროთმოძღვრება, საერთაშორისო სემინარი - ხალხური ხუროთმოძღვრების მნიშვნელობა და დაცვის პრობლემები, თბ., 1997, გვ. 79-82, (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  11. ქართული ხუროთმოძღვრება, ჟურნ. „Vostok Spezial“ N 1, კიოლნი, 1997, გვ. 21-25 (გერმანულ ენაზე);
  12.  ჯავახეთი, გზამკვლევი, საქართველოს მეგზური I, თბ., 2000 (დ. ბერძენიშვილთან, ნ. ვაჩეიშვილთან და ც. ჩაჩხუნაშვილთან ერთად);
  13.  ოთხი კათედრალი, მონოგრაფია, თბ., 2000;
  14.  ორნავიანი ეკლესიების ლიტურგიკულ-ფუნქციური დატვირთვის შესახებ, ჟურნ. "აკადემია", N2, თბ., 2002, გვ. 66-74;
  15.  იკორთის მთავარანგელოზის ეკლესია (ახალი ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული მონაცემები), ჟურნ. “საქართველოს სიძველენი”, N2,  თბ., 2002, გვ 7-24;
  16.  ნათელი ქრისტესი საქართველო, ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრება, თბ., 2003, ნაწილი II, გვ. 805-832 (მ. დიდებულიძესთან და დ. თუმანიშვილთან ერთად);
  17.  ქართული ხუროთმოძღვრება, ჟურნ. „Vostok Spezial“ N7, კიოლნი, 2005, გვ. 24 -36 (გერმანულ ენაზე);
  18.  ტაძრისის მონასტრის წმ. გიორგის ეკლესიაზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგები, ჟურნ. “საქართველოს სიძველენი”, N7-8, თბ., 2005, გვ.81-100 (ლ. ახალაიასთან და მ. ბოჭოიძესთან ერთად);
  19. ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრება, მართლმადიდებლური ენციკლოპედია, რუსეთის საპატრიარქოს გამომცემლობა, ტ. XIII, მოსკოვი, 2008 (რუსულ ენაზე);
  20.  იკორთა, იყალთო, მართლმადიდებლური ენციკლოპედია, რუსეთის საპატრიარქოს გამომცემლობა, ტ. XIII, მოსკოვი, 2009 (რუსულ ენაზე);
  21.  კოტე მარჯანიშვილისა და ნიკო ჭავჭავაძის სახლები ყვარელში, (ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა), ჟურნ. “საქართველოს სიძველენი”, N13, თბ., 2010, გვ. 188-205 (ხ. ჭურღულიასთან ერთად);
  22.  რესტავრაციის ისტორია საქართველოში (ისტორიოგრაფია, ტრადიცია, გამოცდილების ანალიზი), პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. თბ., 2012 (მ. სურამელაშვილთან, ც. ჩაჩხუნაშვილთან, ხ. ჭურღულიასთან ერთად).

 

 

 

უკან დაბრუნება