გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
მეცნიერ-თანამშრომელთა ბიობიბლიოგრაფია

მაია ციციშვილი

დაიბადა 1953 წელს, ქ. თბილისში.
ხელოვნებათმცოდნე, ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი, სამეცნიერო საბჭოს წევრი.
სამეცნიერო კვლევის სფერო – ახალი და თანამედროვე ხელოვნება (XIX-XXI სს.).
საქმიანობა   - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე არის ხელოვნებათმცოდნეობის     მიმართულების სრული პროფესორი. კითხულობს ლექციების კურსს:  ახალი ქართული  სახვითი ხელოვნება, მხატვრული ნაწარმოების ანალიზი, ხელოვნებათმცოდნეობის შესავალი,  ქართული მოდერნიზმი ევროპულ და რუსულ სახვით ხელოვნებასთან მიმართებით; საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მოძრავი ძეგლებისა და კულტურულ ფასეულობათა კომისიის თავმჯდომარე.
რჩეული ნაშრომები: 1. თეატრის მხატვრობა, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის კოლექცია, თბ., 2006; 2. ქართული მოდერნიზმი 1910-1930, თბ., 2005; 3. თბილისი ქართველი და უცხოელი მხატვრების შემოქმედებაში 1850-1940, თბ., 2004; 4. რევაზ თარხან-მოურავის მხატვრობა, წგნ: - რევაზ თარხან-მოურავი თბ., 2002; 5. ქართული პორტრეტული ფერწერა XVIII-XIX, თბ., 1997.

  1. თბილისური პორტრეტული სკოლის ისტორიის ზოგიერთი საკითხი, საბჭოთა ხელოვნება,  N10, 1986;
  2. XVIII-XIX საუკუნეების ქართული ფერწერული პორტრეტის განვითარების ძირითადი ეტაპები, ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი VI საერთაშორისო სიმპოზიუმი, თბ., 1989;
  3. XVIII-XIX საუკუნეების ქართული პორტრეტული მხატვრობა, თბ., 1997;
  4. Gallereÿ Gerceva,  კატალოგი, მოსკოვი, 2001;
  5. რევაზ თარხან-მოურავის მხატვრობა, წგნ:  -  რევაზ თარხან-მოურავი თბ., 2002;
  6. თბილისი ქართველი და უცხოელი მხატვრების შემოქმედებაში 1850-1940, თბ., 2004;
  7. ქართული მოდერნიზმი 1910-1930, თბ., 2005;
  8. თეატრის მხატვრობა, კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის კოლექცია, თბ., 2006;
  9. თეატრის მხატვრობა, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის კოლექცია, თბ.,2008.

 

უკან დაბრუნება