გ.ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული კვლევითი ცენტრის სამეცნიერო განყოფილბები.

ახალი ხელოვნების განყოფილება შეისწავლის მე-19, მე-20 და 21-ე საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებას და ხელოვნებას, როგორც საეკლესიო, ასევე საეროს, მათ შორის ურბანული განვითარების საკითხებს, ფერწერას, წიგნის დასურათებას, ქანდაკებას, მცირე პლასტიკას, კერამიკას, გრაფიკას. მუშაობა მიმდინარეობს როგორც ინდივიდუალურ ხელოვანთა შემოქმედების შესწავლის, ასევე ეპოქალური, რეგიონალური, დარგობრივი, სტილური, იკონოლოგიური, ისტორიულ-სოციალური და სხვა ასპექტების კვლევის მიმართულებებით.