გ.ჩუბინაშვილის სახ. ეროვნული კვლევითი ცენტრის სამეცნიერო განყოფილბები.

ძველი ხელოვნების განყოფილება შეისწავლის წინაქრისტიანული, ადრექრისტიანული, განვითარებული შუა საუკუნეებისა და გვიანი ფეოდალური ხანის ქართულ ხუროთმოძღვრებას და ხელოვნებას, როგორც საეკლესიო, ასევე საერო, მათ შორის კედლის მხატვრობას, ხატწერას, ხელნაწერთა დასურათებას, ჭედურობას, ქვის პლასტიკას, მინანქარს, კერამიკას, ნაქარგობას. მუშაობა წარმოებს როგორც ცალკეული ძეგლების მონოგრაფიული შესწავლის, ასევე ეპოქების, რეგიონების მხატვრული სტილის, იკონოგრაფიის, ტექნოლოგიის, ისტორიული და სოცილაური ასპექტებისა და სხვა საკითხების კვლევის მიმართულებით. განყოფილების წევრები აქტიურად თანამშრომლობენ მომიჯნავე დისციპლინების სპეციალიტებთან, მათ შორის უცხოელ კოლეგებთან.