გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
თანამშრომლობა

  • 2017

  • 2016

  • 2015

  • 2014

  • 2013

  • 2012

  • 2011

  • 2010

  • 2009

  • 2008

  • 2007

2016-10-20

ცენტრმა წარადგინა დოკუმენტაცია რეგისტრაციისთვის ორ საერთაშორისო  საზოგადოებაში: RIHA (International Association of Research Institutes in the History of Art) და CIHA (Comite international d'histoire de l'art; პასუხი სავარაუდოდ იქნება 2017 წელს

მეტი
2016-10-18

ცენტრი განაგრძობს თანამშრომლობას ტოკიოს ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების აზომვა-ფოტოგრამეტრიული ფიქსაციის პროექტის ფარგლებში. ცენტრის თანამშრომლები მ.გაბაშვილი, დ.ჩიხლაძე.  

მეტი
2016-09-13

13.09.2016 ცენტრში მოეწყო შეხვედრა ცენტრის დირექტორსა და შვედური ფირმის  wikimedia –ს წარმომადგენლებთან. განიხილეს საკითხი გ. ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ აღნიშნულ საიტზე ცენტრის კუთვნილი, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი დიგიტალური მასალის განთავსების შესაძლებლობასა და პირობებზე.

მეტი
2016-09-07

2016 წლის ივლის-სექტემბერში ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი პაპაშვილი სმიტსონის ინსტიტუტის ათკვირიანი სამეცნიერო სტიპენდიით იმყოფებოდა აღმოსავლეთის მუზეუმში (ვაშინგტონი) და ბრუკლინის მუზეუმში (ნიუ-იორკი) სამუშაოდ "ანტუან სევრუგინის ფოტოგრაფია და მისი აღმოსავლურ-დასავლური კულტურული კონტექსტი" პროექტის ფარგლებში.  

მეტი
2016-08-17

აგვისტოში ცენტრის თანამშრომლებმა ნ, ჭიჭინაძემ და ე. გედევანიშვილმა მონაწილეობა მიიღეს ბიზანტოლოგთა 23-ე საერთაშორისო კონგრესში (ბელგრადი, სერბეთი)

მეტი
2016-07-06

2016 წელს კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) ინიციატივითა და გეტის ფონდის (აშშ) დაფინანსებით მოეწყო კვლევითი სემინარი "საზღვრების გადაკვეთა: ქრისტიანები, მუსლიმები და მათი ხელოვნება აღმოსავლეთ ანატოლიასა და კავკასიაში". პროექტის ფარგლებში მოეწყო 2 გასვლითი სემინარი: 6-15 ივლისი თურქეთში (კაისერი, სივაში, დივრიღი, ერზერუმი, ყარსი)  6-15 სექტემბერი სომხეთში (ერევანი, გიუმრი, ძორაგეთი, გორისი). პროექტში მონაწილეობას იღებდნენ მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნებიდან (ინგლისი, ირანი, საფრანგეთი, ამერიკა, სომხეთი, თურქეთი), მათ შორის იყვნენ გ. ჩუბინაშვილის ხელოვნების ეროვნული ცენტრის ორი მეცნიერ-თანამშრომელი, ნათია ნაცვლიშვილი და ნატალია ჩიტიშვილი.

მეტი
2016-04-26

26.04.2016 შედგა ცენტრის დირექტორის შეხვედრა ფრანკფურტის ხატების მუზეუმის დირექტორთან რიჰარდ ზაჰარუკთან  და ამავე მუზეუმის კურატორ ალეხანდრა ნეუბაუერთან -  ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან დაკავშირებით. განიხილებოდა მუზეუმში ქართული ხატების გამოფენის მოწყობის შესაძლებლობა. დირექტორმა გააცნო სტუმრებს ქართული ხატწერის საუკეთესო ნიმუშების ფოტო-მასალა და მათი ისტორია.

მეტი