გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
მოვლენები

სიახლეების არქივი

  • 2018

  • 2017

  • 2016

  • 2015

  • 2014

  • 2013

  • 2012

  • 2011

  • 2010

  • 2009

  • 2008

სსიპ გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი აცხადებს ღია კონკურსს დირექტორის პოზიციაზე

 

პოზიციის დასახელება: დირექტორი

კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი

ორგანიზაცია: სსიპ გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი

კატეგორია: ხელმძღვანელი

 

განცხადების შემოტანის ბოლო ვადა: 9.02.2018

თანამდებობრივი სარგო: 970.00 ლარი (776.00 ლარი გადასახადების გარეშე)

ადგილის რაოდენობა: 1

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, ათონელის ქ.#9

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

 

ფუნქციები: იხილეთ გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა  და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დებულება: https://matsne.gov.ge/ka/document/view/2776851

 

საკონკურსო-საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება: დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი

სამუშაო გამოცდილება: 5 წელი

პროფესია: ხელოვნებათმცოდნე/ხელოვნების ისტორიკოსი


საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს კანონი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“;
  • საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
  • სსიპ გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დებულება.

 

გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის დებულების შესაბამისად, კანდიდატების შერჩევას ახორციელებს ცენტრის სამეცნიერო საბჭო.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო კომისიის მისამართი - ათონელის ქ.# 9

საკონტაქტო ტელეფონი - (+995 32) 2990588
საკონტაქტო პირი - კონკურსის სამდივნოს წევრი ვალიდა სიმსივე

დამატებითი მოთხოვნები:                                                         

  • სამეცნიერო კვლევით სფეროში მუშაობის გამოცდილების 6 წელი;
  • კარგად იცნობდეს დარგის სპეციფიკას;
  • გააჩნდეს საორგანიზაციო საქმიანობის კარგი უნარი, ინიციატიურობა, კომუნიკაბელობა, ჯგუფური მუშაობის უნარი;
  • პრობლემის იდენტიფიცირებისა და სწრაფად აღმოფხვრის უნარი;
  • შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მართვა;
  • გათვალისწინებული იქნება სამეცნიერო მიღწევები თავის სფეროში და ადმინისტრაციული მუშაობის გამოცდილება.
     

დაინტერესებულ პირებმა უნდა წარმოადგინონ:

1. მეცნიერებათა დოქტორის დიპლომი;

2. CV (პუბლიკაციათა სიის ჩათვლით);

3. ხედვა ცენტრის მომავალი საქმიანობის
 პრიორიტეტებისა და განვითარების შესახებ  წერილობითი სახით;

4. შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო
 გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

5. რეკომენდაცია (რეკომენდატორი ერთი ან რამდენიმე).

 

დამატებითი ინფორმაცია:

მოთხოვნილი დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნას სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა). დოკუმენტების არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში კანდიდატი კონკურსის II ეტაპზე არ დაიშვება;


ცენტრი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს კანდიდატების მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაუკავშირდეს მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

საბუთების მიღება: 2018 წლის 31 იანვრიდან - 2018 წლის 9 თებერვლის ჩათვლით

კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების გაცნობის შემდეგ სამეცნიერო საბჭო საჭიროების შემთხვევაში მოაწყობს კანდიდატებთან გასაუბრებას. დოკუმენტების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მაქსიმუმ 7 დღის ვადაში.

კონკურსის ეტაპები: I - განაცხადების გადარჩევა, II - გასაუბრება