გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
მოვლენები

სიახლეების არქივი

  • 2018

  • 2017

  • 2016

  • 2015

  • 2014

  • 2013

  • 2012

  • 2011

  • 2010

  • 2009

  • 2008

გოგა მაღლაკელიძის პერსონალური გამოფენა

გოგა მაღლაკელიძის პერსონალური გამოფენა /6-17 ივნისი/

გოგა მაღლაკელიძე ქართველი 80-იანელების თაობის წარმომადგენელია. მან 1986წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. იყო მხატვრული გაერთიანება "არქივარიუსების" წევრი. 1988წ.-დან ის აქტიურად მუშაობს რელიგიურ თემატიკაზე. მოგვიანებით ქმნის საეკელესიო ხელოვნების ნიმუშებსაც. ამ თვალსაზრისით, დღეს-დღეობით, მისი ყველაზე მასშტაბური ნამუშევარი  სოფ.ვაჭევის წმ. გიორგის ეკლესიის მოხატულობაა, რომელიც მხატვარმა 2013-14წწ.-ში შეასრულა. ცენტრის საგამოფენო დარბაზში მიმდინარე მხატვრის გამოფენის ფარგლებში ასევე მოეწყო სემინარი გოგა მაღლაკელიძის შემოქმედებისა და თანამედროვე საეკლესიო ხელოვნებაში არსებული პრობლემების შესახებ, სადაც ისაუბრა თავად მხატვარმა.