გიორგი ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი
მოვლენები

სიახლეების არქივი

  • 2017

  • 2016

  • 2015

  • 2014

  • 2013

  • 2012

  • 2011

  • 2010

  • 2009

  • 2008

  • 2007

გ. ჩუბინაშვილის ეროვნულ ცენტრში მოეწყო ფოტო-გამოფენა "ოლკასი. ეგეოსოდან შავ ზღვამდე. შუა საუკუნეების პორტები აღმოსავლეთის საღზღვაო გზაზე"

2015 წლის 1 დეკემბერს  17 საათზე  . ჩუბინაშვილის ეროვნულ ცენტრში მოეწყო ფოტო-გამოფენა "ოლკასი. ეგეოსოდან შავ ზღვამდე. შუა საუკუნეების პორტები აღმოსავლეთის საღზღვაო გზაზე",  რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული  პროექტის "ლიმენი.  კულტურული პორტები ეგეოსიდან შავ ზღვამდე" (2013-2015) ფარგლებში   (ვებგვერდი http://www.limenproject.net.). პროექტის წამყვანი ორგანიზაციაა ბიზანტიური და პოსტ-ბიზანტიური ძეგლების ევროპული ცენტრი (EKBMM, თესალონიკი).

პროექტის პარტნიორები არიან: სტამბოლისა და კოჩის უნივერსიტეტები (თურქეთი),  კავალას მუნიციპალიტეტი (საბერძნეთი); კონსტანცას ისტორიისა და არქეოლოგიის ეროვნული მუზეუმი (რუმინეთი); ოდესის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტი (უკრაინა); ვარნას მუნიციპალიტეტი  (ბულგარეთი).
საქართველოში პროექტის „ლიმენი“ ლიდერი ორგანიზაციაა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის  ეროვნული კვლევითი ცენტრი. ”ლიმენის” ქართული ქსელის წევრი ორგანიზაციებია: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, ქალაქ ბათუმის მერია, ბათუმის საზღვაო ნავსადგური, სამეცნიერო-აკადემიური დაწესებულებები: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის სახ. ინსტიტუტი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი,  ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი და თანამედროვე  ხელოვნების  ცენტრი  CAC.

პროექტის მიზანია შავი ზღვის რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარება და „კულტურის ევროპული დედაქალაქის“ გამოცდილების გამოყენებით ახალი ინსტიტუციის: „შავი ზღვის კულტურული პორტის“ იდეისა და სტრატეგიის შემუშავება.
პროექტის ფარგლებში შემუშავდა  ერთიანი ტურისტული  მარშრუტები, საინფორმაციო ფირნიშების  ერთიანი  სისტემა, საინფორმაციო  ბუკლეტები, ცნობარები; გამოიკვეთა კულტურული მემკვიდრეობის როგორც მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორის მნიშვნელობა და ხელი შეეწყო მის პოპულარიზაციას. 
გამოფენა მომზადდა პროექტის ”ოლკასის”  (www.olkas.net) ფარგლებში. ის უკვე ბევრ ქვეყანაში გაიმართა: საბერძნეთში (თესალონიკი, ათენი, ვოლოსი, კავალა), თურქეთში (სტამბოლი), რუმინეთში (კონსტანცა), უკრაინაში (ოდესა, სიმფეროპოლი), კვიპროსზე (ლეფკოსია, პაფოსი, ლიმასოლი, აია ნაპა).

გამოფენაზე წარმოდგენილია ეგეოსისა და შავი ზღვების და კვიპროსის საპორტო ქალაქების ხედები. ეს ფოტოები მოგზაურებმა, არქეოლოგებმა და ფოტოგრაფებმა სხვადასხვა დროს გადაიღეს - XIX საუკუნიდან დღევანდლამდე.

გამოფენაზე ასევე მოეწყო ქართული მხარის მიერ მომზადებული ტურისტული საინფორმაციო მასალის პრეზენტაცია.
გამოფენას დაესწრენ ასევე  პროექტის წამყვანი ორგანიზაციის წარმომადგენელი დოქტორი ფლორა კარაგიანი და კვოპროსული კვლევების საზოგადოების პრეზიდენტი,  დოქტორი ხარლამპიოს ხოტცაკოგლუ. 
გამოფენის გახსნას  დაესწრნენ საბერძნეთის ელჩი, თურქეთის ელჩი, ბულგარეთის საელჩოს წარმომადგენელი, საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი კვიპროსზე, კულტურის სამინისტროს, ეროვნული სააგენტოს, ეროვნული მუზეუმის, თბილისის უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიისა, აკადემიური წრეების, მუზეუმების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვ..