ENGLISH GEORGIAN
საქმიანობა

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვისა კვლევის ეროვნული ცენტრი დაარსდა 2006 წელს გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტისა და ს. ქობულაძის სახელობის ხელოვნების ძეგლთა ფიქსაციის ლაბორატორიის გაერთიანების საფუძველზე. ცენტრი ექვემდებარება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.

ცენტრის მუშაობის ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება უძველესი დროიდან დღევანდლამდე საქართველოში შექმნილი თუ ქვეყნის სახელმწიფო და კერძო კოლექციაში დაცული სხვადასხვა წარმომავლობის ხელოვნების ნაწარმოებთა მეცნიერული შესწავლაა. ხუროთმოძღვრების, ქანდაკების, კედლისა და დაზგური მხატვრობის, გრაფიკის, გამოყენებით-დეკორატიული ხელოვნების ნიმუშების, მათი ჯგუფების, მხატვრულ-ისტორიული მოვლენების და ა. შ. კვლევა წარიმართება ქართულ სახელოვნებათმცოდნეო სკოლაში შემუშავებულ მეთოდზე დაყრდნობითა და ამ დარგში მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ფართო  ხელოვნების საისტორიო თუ ინტერდისციპლინარულ კონტექსტში.

არანაკლებ დიდი ადგილი ეთმობა ცენტრის მოღვაწეობაში კულტურის ნივთიერი ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის პრობლემებს. ასევე მნიშვნელოვანია ეროვნული თუ საერთაშორისო ძეგლთადაცვითი გამოცდილების განზოგადება, თეორიული დასკვნების გამოტანა და პრაქტიკული რეკომენდაციების მომზადება, უახლესი მიღწევებისა და ტენდენციების კრიტიკული განხილვა, დადებითი სიახლეების პროფესიული საზოგადოებისთვის გაცნობა და მათი დანერგვა; ცენტრში ხორციელდება სარესტავრაციო ობიექტების ხელოვნებათმცოდნეობითი დამუშავება და სარესტავრაციო პროექტების მეთოდური ხელმძღვანელობა, მათი შესრულების შეფასება და მონიტორინგი; ცენტრი მონაწილეობას იღებს უძრავი და მოძრავი ძეგლების გამოვლენასა, პირველად აღრიცხვასა და პასპორტიზაციაში.

თავისი წარმატებული საქმიანობისთვის ცენტრი გეგმაზომიერად აწარმოებს ხელოვნების  ნიმუშების ფიქსაციას (აზომვა, ფოტო, ვიდეოგადაღება და სხვ.) და ქმნის ხელოვნების ნაწარმოებთა ვიზუალურ გამოსახულებათა არქივებს.

ცენტრის არსებითი ამოცანაა ხელოვნების ნაწარმოებთა და მათ შესახებ დაგროვილი ცოდნის პოპულარიზაცია. ამიტომაც სამეცნიერო გამოკვლევების გამოქვეყნებასთან ერთად ის საზოგადოებას აწვდის განსხვავებული ინტერესებისა და მომზადების მკითხველისათვის გათვლილ წიგნებს, ალბომებს, ბუკლეტებს, სხვა ბეჭდურსა თუ ელექტრონულ 
გამოცემებს.

დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ცენტრი  უმაღლეს სკოლასთან კავშირსაც - მისი მრავალი თანამშრომელი, ამავე დროს, ხელოვნების ისტორიის პროფესორი ან ლექტორია. მისი ბიბლიოთეკა და არქივები კი ემსახურება  სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს.

 

გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის მიერ 2014 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში

________________

 

გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის მიერ 2013 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში

________________

 

გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის მიერ 2012 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში

________________

გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის მიერ 2011 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში

 ________________

 

გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის მიერ 2010 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში


_________________

 
გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის მიერ 2009 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში


__________________

გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის მიერ 2008 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში

 

საქმიანობა სტრუქტურა პერიოდული  გამოცემები ბიბლიოგრაფია ძეგლთა  ფიქსაციის  ლაბორატორია არქივი ბიბლიოთეკა ფოტოგალერეა ახალი  ამბები ბმულები კონტაქტი
ძებნა
Created By VERTEX Design Studio